სამართალდამცავებმა ტრანსგენდერი ქალის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1986 წელს დაბადებული ბ.ო. დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით 28 იანვარს, გამთენიისას დაკავებულმა ბ.ო.-მ ჭავჭავაძის გამზირზე სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ტრანსგენდერ ქალს მირანდა ფაღავას.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.