18 ნოემბერი 2024,   02:37
ვრცლად
პირველი თებერვლიდან მასწავლებლების ნაწილს ხელფასი გაეზრდება

პირველი თებერვლიდან მასწავლებლების ნაწილს ხელფასი გაეზრდება.
კერძოდ, წამყვანი მასწავლებელი სრული დატვირთვით მუშაობის შემთხვევაში 700 ლარს აიღებს, ხოლო მენტორი - 1 000 ლარს აიღებს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილებებამდე წამყვანი მასწავლებლის დანამატი 500, ხოლო მენტორის 700 ლარი იყო.

სამინისტროს მიერ მომზადებული სქემა პედაგოგებს საშუალებას აძლევს კატეგორიაში დაწინაურდნენ და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღონ.

„მასწავლებლების მოტივაციის გაზრდის მიზნით, რათა მათ აუმაღლდეთ მოტივაცია, რომ გადავიდნენ უფრო ზედა საფეხურებზე, საჯარო სკოლის ყველა წამყვანი მასწავლებელი და მენტორ მასწავლებელს დღეიდან ეზრდება დანამატები,“-აცხადებს ეკონომიკური დეპარტამენტის საბიუჯეტო სამმართველოს უფროსი მარიამ ტაბატაძე.

დღის ამბები