18 ნოემბერი 2024,   02:18
ვრცლად
წითელ ბაღთან გუშინ დაჭრილი მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

წითელ ბაღთან გუშინ დაჭრილი ორი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. მედიკოსების განცხადებით, არც ერთ მათგანს ქირურგიული ჩარევა არ დასჭირდა, თუმცა ისინი მკურნალობას კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გააგრძელებენ.

„ორივე პაციენტის მდგომარეობა რჩება სტაბილური, ორივე არის მეთვალყურეობის ქვეშ. ჰერმოდინამიკული მაჩვენებლები არის სტაბილური, მთელი ღამის განმავლობაში უტარდებოდათ ლაბორატორიული კვლევები დღესაც გაგრძელდება. ამ ლაბორატორიული მაჩვენებლების საფუძველზე გადაწყდება შემდეგი ტაქტიკა, ამ ეტაპზე ქირურგიული ჩარევა არ იგეგმება,“-აცხადებს რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი განყოფილების გამგე თეა თავართქილაძე.

დაჭრილი მოსწავლეების მშობლებისთვის წითელ ბაღთან მომხდარის დეტალები უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ორი მე-12 კლასელის დაჭრას წინ უსწრებდა შელაპარაკება.

„შემთხვევით ქუჩაში ვიღაცეებთან იჩხუბეს ბავშვებმა. დანით აქვთ ჭრილობა. თითო-თითო ჭრილობა აქვთ ორივეს,“-აცხადებს ერთ-ერთი დაჭრილი მოზარდის მშობელი ირაკლი ცანავა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები