ზუგდიდში მერიის შენობის წინ საპროტესტო აქციაზე ორი ქალი შეუძლოდ გახდა. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. აქცია ხმაურით მიმდინარეობს. გარემოვაჭრეებმა მერიის შენობაში შეჭრა სცადეს.
მეორე დღეა, გარე ვაჭრობის ნებართვის გაგრძელების მოთხოვნით მერთან შეხვედრას ითხოვენ.
აქციაზე სამართალდამცავებთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
აქციის მონაწილეები მერიის წინ გზის გადაკეტვასაც ცდილობენ. მობილიზებულია პოლიცია.