18 ნოემბერი 2024,   02:37
ვრცლად
აქცია მერიასთან - შეკრებილებმა ატენის ქუჩის #19-ში მშენებლობის შესაჩერებლად კალაძეს ვადა დღის ბოლომდე მისცეს

ატენის ქუჩის 19 ნომერში მრავალფუნქციური კორპუსის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა დედაქალაქის მერს მშენებლობის შესაჩერებლად ვადა დღის ბოლომდე მისცეს. მათ დღეს თბილისის მერიასთან აქცია გამართეს.

თბილისის მერიის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობის მოთხოვნით მათ უკვე ადმინისტრაციული საჩივრით არქიტექტურის სამსახურს მიმართეს.

ატენის ქუჩის 19 ნომერში დაწყებული მშენებლობის მომხრეთა იურისტის განცხადებით კი ატენის მშენებლობა კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტებით მიმდინარეობს. 

დღის ამბები