18 ნოემბერი 2024,   02:31
ვრცლად
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ 2017 წელს ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებას აჯამებს

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ 2017 წელს ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებას აჯამებს. ანგარიშში კრიტიკულად არის შეფასებული რამდენიმე რეზონანსული საქმე, მათ შორის, აფგან მუხთარლის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის და დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეები.

„მუხთარლის საქმემ წარმოაჩინა ის თვითნებობა, რომელიც სამართალდამცავ სტრუქტურებში არსებობს. მართლმსაჯულების სისტემაში არის პრობლემა, განსაკუთრებული პრობლემა გამოკვეთა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებში, გამოვყოფდი საილუსტრაციოდ, გიორგი მამალაძის საქმეს, რომელმაც მართლმსაჯულების სუსტი მხარეები წარმოაჩინა. სისტემურად იყო დარღვეული მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრობითობის პრინციპი, გაუთქმელობის ჩამორთმევა ადვოკატებისთვის,“ - განაცხადა არასამათავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, თამარ ავალიანმა.

ორგანიზაციის წარმომადგენლები მიუთითებენ სისტემურ პრობლემებზე, რომელიც არსებობს ქვეყანაში გაუმჭვირვალე მართლმსაჯულების, სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების და მასზე არასათანადო რეაგირების კუთხით.

ანგარიშში საუბარია სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზეც.

დღის ამბები