18 ნოემბერი 2024,   02:28
ვრცლად
ექსპერიმენტული სკოლის დირექტორის ინფორმაციით, მოსწავლეების ბანკეტი სკოლის ინიცირებული არ არის

თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი, ხათუნა ბარაბაძე ადასტურებს, რომ მათი სკოლის მოსწავლე დაკავებულია. დირექტორის ინფორმაციით, 35-ე სკოლის მოსწავლეები და მისი სკოლის მეთორმეტე კლასელები ერთმანეთს იცნობდნენ.

დირექტორის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში საუბარი იყო სკოლის გამოსაშვებ ღონისძიებაზე, თუმცა აღნიშნავს, რომ საქმის დეტალებს არ იცნობს.

„ჩვენ აბსოლუტურად არ ვართ საქმის კურსში. ის საკითხი, რომ რაღაც ბანკეტთან დაკავშირებით გაჟღერდა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სკოლის ინიცირებული არ არის არანაირი ბანკეტი,“ - განაცხადა დირექტორმა.

წითელ ბაღთან მოზარდების დაჭრის გამოძიების ფარგლებში ერთი პირი დააკავეს. დაჭრილი ორი მოსწავლე ამ დრომდე რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება. მათ ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.

ექპერტ-კრიმინალისტებმა დანაშაულის იარაღი დღეს წითელ ბაღში არსებულ ნაგვის ერთ-ერთ ურნაში იპოვეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს.

დაკავებულს ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები