თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო მონეტა გამოუშვა. ხუთი ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა ესპანეთის სამეფო ზარაფხანაში 1500-იანი ტირაჟით მოიჭრა.
ერთ-ერთი მათგანი კი, დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უნივერსიტეტის რექტორს საზეიმოდ გადასცა.
მონეტის შეძენა, დღეიდან არის შესაძლებელი და მისი ფასი 95 ლარია.