გალიანოს, ალექსანდერ მაქქუინის და არა ერთი აღიარებული დიზაინერის რჩეული მოდელი და პერფორმერი, სამოდელო სამყაროს გამორჩეული და საკულტო სახე დებრა შოუ, საქართველოშია.
ორ დღიანი ვიზიტის ფარგლებში, ცნობილი დიზაინერების მუზამ, ფოტო კამერის წინ, ქართველი დიზაინერების სამოსი პირველად მოირგო.
უნიკალური გარეგნობით და პლასტიკით ცნობილი ამერიკელი სუპერ მოდელი, რომელმაც მსოფლიოს თავი გამორჩეული წარმოდგენებით დაამახსოვრა, საუკუნის დიზაინერების შთაგონების წყარო და შოუების მთავარი პერსონაჟი იყო.
ჩუბიკას, დათუნა სულიკაშვილის, თამუნა ინგოროყვას და სხვა ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი კოლექციებიდან ფრაგმენტებს, სუპერ მოდელი ახალი აღმოჩენების გვერდით აყენებს.
დებრა შოუ მსოფლიო მოდის სამყაროს აღიარებული ვარსკვლავებიდან პირველია, რომელიც საქართველოში სპეციალურად ადგილობრივი ჟურნალის ფოტო პროექტისთვის ჩამოფრინდა.