18 ნოემბერი 2024,   02:45
ვრცლად
თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ხვალ თბილისში მთავარ პროკურორთან შეხვედრას დათანხმდა

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ხვალ, თბილისში მთავარ პროკურორთან შეხვედრას დათანხმდა. ამის შესახებ განცხადება მალხაზ მაჩალიკაშვილმა რამდენიმე საათის წინ გააკეთა. მისი თქმით, გადაწყვეტილება ხეობის წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო. დაგეგმილ შეხვედრას კი ოჯახის ოთხი წევრი და ადვოკატები დაესწრებიან.

„გადავწყვიტე, ხვალ ჩავიდე თბილისში. რადგან ეს არ ამოვიდა ხეობაში, არ გაითვალისწინა პანკისის ხეობის ქისტების მოთხოვნა, გადავწყვიტე რომ ჩავიდე. მაგათ კოზირი რომ არ ქონდეთ ხელში და რაღაც რეკლამად რომ არ გამოიყენონ, გადავწყვიტე ჩავსულიყავი. ოჯახი იქნება ჩემთან ერთად, ჩემი ძმა და აუცილებლად დაესწრება ყველა ჩემი ადვოკატი,“ - აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.  

თავდაპირველად, პროკურატურაში ხეობიდან 12 კაციანი ჯგუფის ჩასვლა დაიგეგმა, თუმცა, უწყებამ პოზიცია შეცვალა და ირაკლი შოთაძე მხოლოდ ოჯახის წევრებს მიიღებს. მალხაზ მაჩალიკაშვილი ამ დრომდე დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას მოითხოვს.

მთავარ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრა ხვალ, თბილისის მთავარ პროკურატურაში 13:00 საათზეა დანიშნული.

დღის ამბები