18 ნოემბერი 2024,   02:36
ვრცლად
კონსტიტუცია არ არის საყოველთაო თანხმობის დოკუმენტი - "საია"ანგარიშს წარადგენს 

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" დღეს საკონსტიტუციო რეფორმის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციას წარმოადგენს. "საიას" კვლევა მოიცავს მთელს პროცესს, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნიდან საბოლოო, დამატებითი ცვლილებების ინიცირების ჩათვლით.

არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ყველა ეტაპი ხარვეზებით მიმდინარეობდა და დოკუმენტი საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგად არ არის მიღებული.

„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის უზენაესი კანონი აერთიანებს არა ერთ პოზიტიურ ინიციატივას, ის განიცდის მაღალი ლეგიტიმაციის ნაკლებობას, რამდენადაც არ არის საყოველთაო თანხმობის დოკუმენტი,“ - განაცხადა "საიას" საპარლამენტო მდივანმა სოფო ჭარელმა.

დღის ამბები