18 ნოემბერი 2024,   02:38
ვრცლად
ირაკლი ჩხვირკიას დედა პრეზიდენტს შვილის შეწყალების შესახებ განცხადებით მიმართავს

ბათუმის 11-12 მარტის მოვლენების ჯგუფური ორგანიზებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დაპატიმრებული, ირაკლი ჩხვირკიას დედა, პრეზიდენტს შვილის შეწყალების შესახებ განცხადებით მიმართავს.

ციცო როსტობაია შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულია და იმედი აქვს, რომ გიორგი მარგველაშვილი მსჯავრდებულს შეიწყალებს.

„პირადად პრეზიდენტს ვთხოვ, გაეცნოს ჩემს საბუთებს და შევიდეს ჩვენს მდგომარეობაში. მე მაქვს მოლოდინი და იმედი, რომ ბატონი პრეზიდენტი რომ გაეცნობა ამ საბუთებს, გადახედავს ამას და ჩემს განცხადებას, გულთან მიიტანს ჩემს მდგომარეობას. ჩემი შვილი არ არის ღირსი, რომ ციხეში იჯდეს. თავად მთავრობამაც იცის, რომ ჩემი შვილი უდანაშაულოა,“ - განაცხადა ირაკლი ჩხვირკიას დედამ, ციცო როსტობაიამ.

ირაკლი ჩხვირკიას, მერაბ ღოღობერიძესთან ერთად, ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაახლოებით ერთ თვის წინ, წლინახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დღის ამბები