18 ნოემბერი 2024,   02:38
ვრცლად
"საერთაშორისო გამჭვირვალობა" კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ტენდერის კონკრეტულ მიმწოდებელზე მორგებაში ადანაშაულებს 

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტენდერი კონკრეტულ მიმწოდებელს მოარგო – ამ განცხადებას, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აკეთებს. არასამთავრობო ორგანიზაცია ჩატარებული კვლევის შედეგებზე საუბრობს.

საქმე ეხება გასული წლის ბოლოს გამოცხადებულ თითქმის 300 ათასი ლარის ღირებულების ტენდერს, რომელიც ინტერნეტის ხარისხის მონიტორინგის სისტემის შესყიდვას ითვალისწინებს.

არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ქმედება უხეშად არღვევს საჯარო შესყიდვების ღიაობისა და კონკურენტუნარიანობის პრინციპებს და დანაშაულის შესაძლო ნიშნებს შეიცავს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა" ტენდერის შეჩერებისა და მოკვლევის დაწყების რეკომენდაციას იძლევა.

„კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ წინასწარ იცოდა, რომ ეს კომპანია მოიგებდა და ხელშეკრულებაც მოარგო მას. შესაბამისად, ეს იკითხება თვითონ ამ დოკუმენტების საფუძველზე. მოვუწოდებთ, რომ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დაუყოვნებლივ შეაჩეროს აღნიშნული ტენდერი, სააგენტომ შეისწავლოს დოკუმენტები და მიიღოს შესაბამისი ზომები და დანაშაულის შესაძლო ნიშნების არსებობის გამო, სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ აღნიშნული საქმით,“ - განაცხადა მამუკა ანდღულაძემ.

დღის ამბები