18 ნოემბერი 2024,   02:27
ვრცლად
ოზურგეთში რადიოაქტიურად დაბინძურებული ნიადაგის მორიგი მეტრული კვლევა ჩატარდა

ოზურგეთში რადიოაქტიურად დაბინძურებული ნიადაგის მორიგი მეტრული კვლევა ჩატარდა. სპეციალისტების ინფორმაციით, გამოსხივების სიმძლავრე კვლავ უცვლელია და ის ადგილობრივი მოსახლეობისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ახალი კვლევის დეტალები სპეციალისტებმა ადგილობრივ მოსახლეობას ადგილზე გააცნეს.

"შვედებთან თანამშრომლობით ჩვენ ვაპირებთ ადგილის დეტალურ გამოკვლევას... ეს მონაცემები საშუალებას მოგვცემს მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება, თუ რა ქმედებები უნდა განვახორციელოთ,“ - აცხადებს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენელი გია ნაბახტიანი. 

გურიის გუბერნატორის მერაბ ჭანუყვაძის თქმით, სპეციალისტების პირველადი კვლევით ტერიტორიის დაბინძურების ხარისხი საგანგაშო არ არის.  

"ამ სპეციალისტების მიერ არაერთხელ იქნა შესწავლილი კონკრეტული მიდამოები და ის განწყობა მოსახლეობის, რომ თითქოს აქ რაღაც განსაკუთრებული ხდება, არ არსებობს. უახლოეს მომავალში დაიწყება სიღრმისეული კვლევა," - ამბობს მერაბ ჭანუყვაძე.

ტერიტორიის დაბინძურება გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების ყოფილი ინსტიტუტის გაძარცვამ და რადიოაქტიური ნივთიერების შემცველი ამპულების დამტვრევამ განაპირობა.

დღის ამბები