18 ნოემბერი 2024,   02:16
ვრცლად
ირაკლი ჩხვირკიას დედამ პრეზიდენტს მისი შვილის შეწყალების განცხადებით მიმართა

ბათუმის 11-12 მარტის მოვლენების ჯგუფური ორგანიზებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დაპატიმრებული, ირაკლი ჩხვირკიას დედამ პრეზიდენტს მისი შვილის შეწყალების განცხადებით მიმართა.

ცისანა როსტობაია ჩხვირკვიას უდანაშაულობაში დარწმუნებულია და იმედი აქვს, რომ გიორგი მარგველაშვილი მას შეიწყალებს. ირაკლი ჩხვირკიას დედამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის კანცელარიაში უკვე ჩააბარა განცხადება, სადაც ის ითხოვს, რომ პრეზიდენტი უშუალოდ გაეცნოს და შეიწყალოს მის შვილი.

ცისანა როსტობაიას თქმით, პრეზიდენტს ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებას სთხოვს, რადგან მისი შვილი ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო.

„გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლებები პრეზიდენტმა და შევიდეს ჩვენს ოჯახურ მდგომარეობაში... ჩემი შვილი არ არის კრიმინალი, ნარკომანი, ხულიგანი და საზოგადოებისთვის არ არის საშიში პრიოვნება, რომ გამოკეტილი იყოს ციხეში,“ - აცხადებს ცისანა როსტობაია.

ბათუმის სასამართლომ ირაკლი ჩხვირკიას ერთი წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რომლის ნახევარიც უკვე მას მოხდილი აქვს.

 

დღის ამბები