18 ნოემბერი 2024,   02:48
ვრცლად
მაჩალიკაშვილების მთავარ პროკურორთან შეხვედრა დასრულდა - ადვოკატების თქმით, კონკრეტული პასუხები არ მიუღიათ

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებსა და მთავარ პროკურორს შორის ორი საათიანი შეხვედრა დასრულდა. თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი მთავარ პროკურორთან იმყოფებოდა. შეხვედრას ესწრებოდა 19 წლის გარდაცვლილი ახალგაზრდის მშობლები და ადვოკატი.

შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა და დამ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ მათ კონკრეტული პასუხები არ მიუღიათ მთავარ პროკურორთან გასაუბრების დროს. ადვოკატების თქმით, მათი ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ ბრალდების მხარემ ისინი დაზარალებულად ცნოს, თუმცა, პროკურატურაში შეხვედრაზე უპასუხეს, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ადვოკატების თქმით, პროკურატურა ექსპერტიზის პასუხებს ელოდება და ამ სტატუსს გამოძიების განმავლობაში მაჩალიკაშვილების ოჯახი ვერ მიიღებს.

ოჯახის კიდევ ერთ მოთხოვნასთან დაკავშირებით, სპეცრაზმელების დასჯაზე, მთავარმა პროკურორმა პასუხად აღნიშნა, რომ ისინი უნდა დაელოდონ გამოძიების შედეგებს.

მთავარ პროკურორსა და მის მოადგილეებთან ერთად შეხვედრას თბილისის პროკურორიც ესწრებოდა, რადგან სწორედ თბილისის პროკურატურა იძიებს სპეცრაზმელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საკითხს.

ამავე თემაზე
დღის ამბები