18 ნოემბერი 2024,   02:30
ვრცლად
ფიზიკური დაპირისპირება მშობელსა და ძიძას შორის - მშობელი მისი ორწლინახევრის ბავშვის ცემაზე საუბრობს

ფიზიკური დაპირისპირება თბილისის მე-3 საბავშვო ბაღში - მშობელი აღმზრდელს მას შემდეგ გაუსწორდა, რაც გაიგო, რომ აღმზრდელმა მის ორწლინახევრის შვილზე იძალადა.

მშობელმა, რომელსაც ბაღის ძიძა ცემაში ადანაშაულებს შინაგან საქმეთა სამინისტრო 3-საათიანი დაკითხვის შემდეგ, უკომენტაროდ დატოვა. ჩხუბი მე-3 საბავშვო ბაღში დღეს დილით მოხდა.

აღმზრდელსა და მშობელს შორის დაპირისპირების დროს სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ ადგილზე პატრული გამოიძახეს. ძიძა, ეთერ ხვიჩია-ჯოხარიძე ამტკიცებს, რომ ბავშვის დედა მას ფიზიკურად გაუსწორდა. 

ძიძა პასუხისმგებლობის დაკისრებას მშობლისთვის ითხოვს. თავის მხრივ, ეთერ ხვიჩია-ჯოხარიძე ამტკიცებს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მას მცირეწლოვნის დედამ უმიზეზოდ მიაყენა. ის რამდენიმე საათის განმავლობაში ჰოსპიტალში იყო მოთავსებული, თუმცა „კურიერის“ ინფორმაციით, მას სხეულზე არანაირი დაზიანება არ აღენიშნება.

მომხდარის შესახებ არ საუბრობენ მე-3 საბავშვო ბაღში. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ ინციდენტის შესახებ არავინ არაფერი იცის.

მომჩივანი ძიძის შესახებ ბევრი რამ იცის მე-3 საბავშვო ბაღის ყოფილმა დირექტორმა. თათია ვაჭრიძე „კურიერთან“ დეტალურად იხსენებს, თუ როგორ მოითხოვდა ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი მისგან ბავშვებზე ძალადობაში ბრალდებული ძიძის ეთერ ხვიჩიას, დასაქმებას. ყოფილი დირექტორი ყვება, რომ ხვიჩია „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი და კოორდინატორი იყო.

ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ კონკრეტულ ოთახში, სადაც ბავშვზე, სავარაუდოდ, ძალადობა მოხდა, ვიდეოკამერა დამონტაჟებული არ იყო.

3-ე საბავშვო ბაღში მომხდარი ინცინდენტის გამო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 126-ე, ცემის მუხლით დაიწყო.

დღის ამბები