"მე მაინც სტრასბურგში, ევროპის სასამართლოში უნდა გავიტანო ეს საქმე"- ეს განცხადება 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა "კურიერთან" გააკეთა.
მაჩალიკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ - ამ სახელწოდებით თემირლან მაჩალიკაშვილის იურისტები სარჩელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასმართლოში შეიტანენ.
პროკურატურაში თვეზე მეტია, სპეცრაზმელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა შედეგი ოჯახისთვის უცნობია.
საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და საგამოძიებო ჯგუფი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდა, თუმცა ოჯახის ადვოკატების განცხადებით, შეხვედრა პასუხების გარეშე დასრულდა.
მოთხოვნის მიუხედავად, მთავარ პროკურატურაში მაჩალიკაშვილებს არც სისხლის სამართლის საქმის მასალები გააცნეს.