ყვარელში, კინოთეატრის ყოფილ შენობას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად შენობის დაზიანებული სახურავი და შიდა ნაწილი დაიწვა. კინოთეატრის ყოფილ შენობას ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა.
ადგილზე კახეთის რეგიონის შვიდი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული.
ქალაქის ცენტრში მდებარე კინოთეატრის ყოფილი შენობა ამორტიზებულია და წლების განმავლობაში უფუნქციოდ არის დარჩენილი.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. წინასწარი ინფორმაციით, შენობაში ხანძრის გაჩენის მიზეზი დაუდევრობა გახდა.
ავტორი: ია გულიაშვილი.