მაჩალიკაშვილების მთავარ პროკურორთან შეხვედრას პანკისის ხეობაში ეხმაურებიან. ადგილობრივების ნაწილისთვის გაუგებარია, რატომ არ შეხვდა ირაკლი შოთაძე ხეობის მაცხოვრებლებს, მაშინ, როცა პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებული გამოძიების დეტალები ამ დრომდე უცნობია.
უხუცეს ქალთა საბჭოს წევრის თქმით, ადგილობრივების ნაწილს არ ჰქონდა იმედი, რომ მაჩალიკაშვილები ირაკლი შოთაძისგან კონკრეტულ პასუხს მიიღებდნენ.
„ეს შეხვედრა ვერ დააკმაყოფილებდა ამ მშობლების ვერც კითხვებს, ვერც პასუხები იქნებოდა ამომწურავი. ამ ბავშვის დამნაშავეობის დამადასტურებელი ფაქტები არ გააჩნიათ, რომ ჰქონდეთ, აქამდე თვალებზე ააფარებდნენ. უნდა ჩამოვიდეს პროკურორი და მოსახლეობას შეხვდეს. ჩემ გარდა, ყველა ადამიანს აქვთ გარკვეული შეკითხვები,“- განაცხადა პანკისის ქალთა საბჭოს წევრმა, ეთერ ციხესაშვილმა.
თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახსა და მთავარ პროკურორს შორის შეხვედრა გუშინ გაიმართა.