18 ნოემბერი 2024,   02:30
ვრცლად
ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდში - გარემოვაჭრეების აქციაზე ერთი პირი დააკავეს

ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდში - გარემოვაჭრეების აქციაზე ერთი პირი დააკავეს. საკოლმეურნეო ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეები იმ ადგილების დაკავებას ცდილობენ, საიდანაც ზუგდიდის მერიამ გარევაჭრობისთვის განკუთვნილი დახლები აიღო.

აქციაზე გარემოვაჭრე შეუძლოდ გახდა, რის გამოც, ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

საკოლმეურნეო ბაზართან მობილიზებულია იყო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

გარემოვაჭრეებმა პოლიციასთან გადაინაცვლეს და დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვენ.

დღის ამბები