18 ნოემბერი 2024,   02:41
ვრცლად
ხმაური ციხისძირში - ენმ ქობულეთი-ბათუმის გზაზე სხვადასხვა ჯიშის ხეების გაჩეხვას აპროტესტებს

ხმაური ციხისძირში - ნაციონალური მოძრაობა ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ევკალიპტისა და სხვადასხვა ჯიშის ხეების გაჩეხვას აპროტესტებს.

სამუშაოებს ქობულეთის გამწვანების სამსახური ახორციელებს და მათ ამისთვის შესაბამისი ნებართვა მერიისგან მიიღეს.

ოპოზიციის განმარტებით, მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე გამზადებულია ხეები, რომლის გადატანა შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის აგარაკზე იგეგმება.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების თქმით, საავტომობილო გზაზე არსებული ხეები მის ტრანსპორტირებას აფერხებს და ამ მიზეზით გაჩეხეს ისინი.

ოპოზიციის მტკიცებით, ამ სამუშაოებისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან იხარჯება.

დღის ამბები