18 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდში - გარემოვაჭრეები აქციაზე დაკავებული პირის გათავისუფლებას ითხოვენ

ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდში - გარემოვაჭრეები აქციაზე დაკავებული პირის გათავისუფლებას ითხოვენ. გარემოვაჭრეებმა დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით პოლიციის შენობასთან გადაინაცვლეს.  

ზუგდიდში გამართულ აქციაზე ერთი პირი დააკავეს. საკოლმეურნეო ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეები იმ ადგილების დაკავებას ცდილობენ, საიდანაც ზუგდიდის მერიამ გარევაჭრობისთვის განკუთვნილი დახლები აიღო.

აქციაზე გარემოვაჭრე შეუძლოდ გახდა, რის გამოც, ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

საკოლმეურნეო ბაზართან მობილიზებულია იყო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. 

დღის ამბები