მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერის ჩამოვარდნის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. 30 იანვარს მეტროსადგურის ჭერზე რკინის კონსტრუქციაზე დამაგრებული 807 კვადრატული მეტრი მაგნეზიტის ფილები რამდენიმე წამში დომინოს პრინციპით ჩამოიშალა.
კურიერმა სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები მოიპოვა, სადაც ჩანს, თუ როგორ გამორბის ერთ-ერთი მგზავრი ვაგონიდან ჩამონგრეული ჭერის ნანგრევებში მოყოლილი დაშავებულების დასახმარებლად.
30 იანვრის დილას მეტროში პანიკა გათიშულმა ელექტროენერგიამ კიდევ უფრო გაამძაფრა.
ერთ-ერთი დაშვებული 19 წლის ლიზი გამგებელია. მან შემთხვევის დროს გონება დაკარგა, ამიტომ ბევრი არაფერი ახსოვს.
არასათანადო სამუშაოების შესრულებით ახსნილ ტრაგედიას ახლა გამოძიება სწავლობს. ჯერ ისევ უცნობია, რამდენიმე ასეული ადამიანის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებისთვის, ვინ აგებს პასუხს.