18 ნოემბერი 2024,   02:45
ვრცლად
მათ მფარველობენ, მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა - 2 არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის დედამ ორთვიანი დუმილი "კურიერთან" დაარღვია

„მე მრჩება ასეთი განცდა, რომ გამოძიება არ მიდის სამართლიანად. ერთადერთს ვისურვებდი, რომ კონფლიქტში მონაწილე ყველა პირმა მინდა, რომ შესაბამისად აგოს პასუხი, მათ შორის, ჩემმა შვილმაც, თუ ის დამნაშავეა,“ - ეს განცხადება 51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმეზე დაკავებულის დედამ კურიერთან ინტერვიუში გააკეთა.

ის კურიერთან ინტერვიუს მისი არასრულწლოვანი შვილის უფლებების დასაცავად დასთანხმდა.

დაკავებულის დედა ამბობს, რომ საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც პროკურატურა საზოგადოებას უყვება. ბრალდებულის დედისთვის გაუგებარია, რატომ არ გამოკვეთა გამოძიებამ სხვა მოზარდების პასუხისმგებლობის საკითხი.

მას აქვს ეჭვი რომ კონფლიქტში მონაწილე რამდენიმე პირს გავლენიანი მფარველი ჰყავს და მისი შვილის წინააღმდეგ მტკიცებულებებს ხელოვნურად ქმნიან.

„ბევრი ადამიანი მონაწილეობდა და აუცილებლად უნდა იყოს მათი პასუხისმგებლობა. მათ მფარველობენ, მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. ჩემს შვილს უკვე აბრალებენ ვიღაცის დანაშაულს და ამ მუხლით ისჯება, იმისთვის ისჯება, რაც არ ჩაუდენია. ისჯება იმიტომ, რომ ორი თვეა, ის დაკავების იზოლატორშია და ეს მიტოვებს სწორედ უსამართლობის შეგრძნებას,“ - აცხადებს არასრულწლოვნის დედა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მის შვილს გაკვეთილზე ყოფნის პერიოდში მისწერეს ტელეფონზე, რომ ერთ-ერთის დეიდაშვილს დახმარება სჭირდებოდა.

ის იმედოვნებს, რომ მოსამართლე უფრო სამართლიანი იქნება და 16 წლის მოზარდს ბევრი წლით საპატიმროში სხვისი დანაშაულის გამო არ გამოკეტავს.

დღის ამბები