18 ნოემბერი 2024,   02:22
ვრცლად
9 წლის ბავშვს საზღვარგარეთ ოპერაცია ესაჭიროება - ნუცუბიძეებს შვილების სამკურნალოდ თანხა არ ჰყოფნით

კასპში მცხოვრებ ნუცუბიძეებს ორი შვილის სამკურნალოდ თანხა არ ჰყოფნით. ლევანსა და ელენეს ცერებრალური დამბლისა და გონებრივი ჩამორჩენის დიაგნოზი 5 თვის ასაკში დაუდგინდათ. 9 წლის ლევან ნუცუბიძეს თურქეთში ოპერაცია ესაჭიროება. 

ოპერაციის დაფინანსების თხოვნით, ნუცუბიძეების ოჯახმა ჯანდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მიმართა, თუმცა, ჯანდაცვის უწყება ლევან ნუცუბიძის ოპერაციისთვის საჭირო თანხის მხოლოდ მესამედს დააფინანსებს.

ბავშვების მამა, შალვა ნუცუბიძე, 3 წლის წინ მშენებლობაზე მუშაობის დროს ხარაჩოებიდან ჩამოვარდა და სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. მისი თქმით, მიუხედავად მძიმე დაზიანებებისა, შეზღუდული შესაძლებლობის პირის სტატუსი არ მიანიჭეს.

ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური შემწეობით მიღებული 330 ლარია, რაც ხშირად ბავშვებისთვის საჭირო წამლებისთვისაც არ ჰყოფნით.

 

 

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი 

დღის ამბები