18 ნოემბერი 2024,   02:36
ვრცლად
სოციალურად დაუცველი 5 შვილის დედა უკვე თვენახევარია, მოვალემ სარდაფში გამოკეტა

სოციალურად დაუცველი 5 შვილის დედა უკვე თვენახევარია, პრაქტიკულად ციხეშია - ქალბატონი მოვალემ სარდაფში გამოკეტა, ჩაუჭრა დენი და წყალი. 20 კვადრატული სარდაფი არის ერთადერთი საცხოვრებელი, რაც სოციალურად დაუცველ ქალს დარჩა.

მისთვის პატიმრობა არავის მიუსჯია, თუმცა, უკვე 45 დღეა, 20 კვადრატულ სარდაფშია ჩაკეტილი და გარესამყაროს მხოლოდ ეს ერთი პატარა სარკმელი უკავშირდება. 

5 შვილის დედა, თამუნა თოდუა, სარდაფში საცხოვრობლად მას შემდეგ გადავიდა, რაც ბინიდან იპოთეკარმა გამოასახლა. სარდაფში გადასულ ქალბატონს ბინის ახალმა მფლობელმა სარდაფში ჩაუჭრა წყალი და ელექტროენერგია.

სარდაფს ვერ ტოვებს, რადგან ამისთვის მისი ყოფილი ბინა უნდა გაიაროს და იცის, რომ ახალი მეპატრონე უკან დაბრუნების უფლებას აღარ მისცემს.

მრავალშვილიანი ოჯახი კერძო იპოთეკარმა სახლიდან 15 დეკემბერს გამოასახლა. ბინის ქვეშ მდებარე სარდაფი ცალკე ფართად იყო დარეგისტრირებული და ამიტომ საცხოვრებლად მიწის ქვეშ გადავიდა და იზოლაციაში აღმოჩნდა.

თამუნა თოდუასთან შესვლას ვერც მისი ადვოკატი ახერხებს. უფლებადამცველმა სასამართლოს ამ საკითხის მოგვარების მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართა. საჩივარი ჯერ წარმოებაში მიღებული არ არის.

იპოთეკარი არ მალავს, რომ თოდუას მიერ სარდაფის დატოვების შემთხვევაში, მას უკან შესვლის უფლებას არ მისცემს.

სამოქალაქო კოდესის სამეზობლო სამართლის თავში მსგავს შემთხვევასთან დაკავსირებით წერია, რომ იმ შემთხვევაში, თუ მეზობელს გზასთან პირდაპირი კავშირი არა აქვს, მეორე მეზობელი ვალდებულია, ეს საშუალებები მას მიაწოდოს.

ეზღუდება თუ არა სარდაფში გამოკეტილ თამუნა თოდუას საკუთრების უფლება, ეს სასამართლომ უნდა განსაჯოს. 

დღის ამბები