„რელიგიის ისტორია ცალკე საგნად უნდა ისწავლებოდეს,“ - ამის შესახებ საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI-ის ხელმძღვანელმა, ზვიად ტომარაძემ, განსხვავებული აქცენტების პირდაპირ ეთერში განაცხადა.
ტომარაძის აზრით, ახალგაზრდა თაობაში აგრესიის ფონს რელიგიის სწავლება შეამცირებს.
„თუკი სწავლა-აღზრდის მიზანია პატრიოტი, სულიერად ჯანსაღი, შემწყნარებელი და მიმტევებელი, შრომისმოყვარე თაობის აღზრდა, მაშინ რელიგიის ისტორია აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს,“ - განაცხადა ზვიად ტომარაძემ.
მან სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა, სადაც რელიგიის სწავლების შესახებ მსჯელობდნენ.
ზვიად ტომარაძის თქმით, ის დაუპირისპირდა საგანს "მე და საზოგადოება".