18 ნოემბერი 2024,   02:31
ვრცლად
ხობის რაიონში მატარებელი 78 წლის ქალს დაეჯახა

ხობის რაიონის სოფელ ხამისკურში სამგზავრო ჩქაროსნული მატარებელი ქალს დაეჯახა. 78 წლის ლაურა გაბელაია საავადმყოფოში გადაყვანიდან მალევე დაიღუპა.

ქალი მომხდარის მახლობლად მარტო ცხოვრობდა. არსებული ინფორმაციით, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

ინცინდეტი გამთენიისას მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიცია. ცენტრალურ რკინიგზის მაგისტრალზე რამდნეიმე წუთით შეფერხდა მოძრაობაც.

გამოძიება რკინიგზის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდიანრეობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დღის ამბები