ზუგდიდის რაიონის ხუთი სოფლის მცხოვრებლები რიყესა და ტყაიას მიმდებარე არსებული საძოვრების გასხვისებას აპროტესტებენ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს ერთადერთი ტერიტორია იყო, სადაც საქონლის საძოვარზე გაშვება და თივის მოგროვება იყო შესაძლებელი.
მათივე მტკიცებით, ადგილი რუსეთის მოქალაქემ იყიდა და ადგილობრივ ხელისუფლებას უკანონო შეთანხმებაში ადანაშაულებენ.
მოსახლეობა ამბობს, რომ ტერიტორიაზე თხილის პლანტაციების გაშენება იგეგმება, თუმცა, ისინი სამუშოების დაწყებას ყველანაირად ხელს შეუშლიან.