18 ნოემბერი 2024,   02:23
ვრცლად
33-ე საბავშვო ბაღში, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სასწავლო პროცესი არ შეჩერდება

33-ე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი არ შეჩერდება. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ამის აუცილებლობა არ არსებობს.  რაც შეეხება კედელზე გაჩენილ ბზარებს, სარეაბილიტაციო სამუშაოები დღის ბოლოს დაიწყება და უქმე დღეებში გაგრძელდება.

სამშენებლო სამუშაოები 33-ე საბავშვო ბაღში კომპანია გიკომ აწარმოა. კომპანიის წარმომადგენლები მშენებლობისას დაშვებულ სერიოზულ შეცდომას კატეგორიულად გამორიცხავენ.

“ვიყავით მერის მოადგილესთან, შევხვდი და მითხრა, რომ არის რაღაც დეფექტები, რომელსაც აქვს საგარანტიო ვადები და მოგვარდება ჩვეულებრივად. რამოდენიმე ადგილზე არის შეჩერება და ერთ ადგილას წყალმა გაჟონა მილიდან და არის ერთი კვადრატული მეტრის ჭერი შესაღები,“ - განაცხადა კომპანია გიკოს წარმომადგენელმა, პაატა ფოცხვერაშვილმა.

აღნიშნული კომპანია საბავშვო ბაღების სამშენებლო სამუშაოებს ზუგდიდის ქუჩის #3-სა და ნუცუბიძის მეოთხე მიკრო რაიონშიც აწარმოებს.

ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, სამშენებლო სამუშაოები ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გაგრძელდება. 

დღის ამბები