18 ნოემბერი 2024,   02:39
ვრცლად
მიხეილ ჯანელიძემ ქართველ ექსპერტებთან და მედიის წარმომადგენლებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა

ქართველ ექსპერტებთან და მედიის წარმომადგენლებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა მიხეილ ჯანელიძემ. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დეტალურად მიმოიხილა 2017 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობა და მიღწეული შედეგები.

ჯანელიძემ ექსპერტებსა და მედიის წარმომადგენლებს 2018 წლის ამოცანები გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

„შეხვედრისას ჩვენ შევაჯამეთ, როგორც გასული წელი, 2017 წელი, რომელიც იყო განსაკუთრებულად წარმატებული საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელების კუთხით და ასევე ვისაუბრეთ 2018 წლის პრიორიტეტებზე. ასევე იმ პროექტებზე, რომელიც შეიძლება ერთობლივად განხორციელდეს. ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ბევრი საინტერესო რეკომენდაცია,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

დღის ამბები