მსოფლიო გიდების ასოციაციების კონგრესს მომავალ წელს თბილისი უმასპინძლებს.
წინამოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვდნენ.
10 დღის განმავლობაში სტუმრები შერჩეული ობიექტების, სამუშაო ჯგუფის, სატრანსპორტო კომპანიების და დაგეგმილი მიმართულებების ინსპექტირებას მოახდენენ.
მსოფლიო გიდების ასოციაციების კონგრესს საქართველოში მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყნიდან, დაახლოებით, 500 ტურისტული გიდი დაესწრება.