18 ნოემბერი 2024,   02:39
ვრცლად
ჩვენ არ გვჭირდება ხელისუფლება, სადაც განუკითხაობა და კორუფციაა - კიევის ცენტრში "იმპიჩმენტის მარში" დაიწყო

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და უკრაინის ოპოზიციური ძალები ამ წუთებში "იმპიჩმენტის მარშზე" იკრიბებიან. საპროტესტო მსვლელობა, პოროშენკოს და მისი გარემოცვის წევრების გადადგომის მოთხოვნით, ტარას შევჩენკოს მოედნიდან იწყება და მაიდანზე "სახალხო შეკრებით" გაგრძელდება.

დღევანდელი მარში ბოლო თვენახევრის განმავლობაში სააკაშვილის მხარდამჭერების პირველი აქციაა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, "იმპიჩმენტის მარში" პერმანენტული იქნება და ის ყოველ კვირას უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში გაიმართება.

„ჩვენ არ გვჭირდება ხელისუფლება, სადაც განუკითხაობა და კორუფციაა. ეს დიდი ხნის წინ ჯერ კიდევ მაიდანზე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ჩვენ მოგვატყუეს. ახლა დროა, ისევ გამოვიდეთ და მოვითხოვოთ ჩვენი უფლებების დაცვა. ჩვენ მშვიდობიანი პროტესტით უნდა მივაღწიოთ ჩვენს მიზანს და დავუჭიროთ მხარი მათ, ვინც უკრაინელი ხალხი ინტერესებს იცავს და არა მათ, ვინც ოლიგარქების სურვილებს ემსახურება. ჩვენ აღარ შევეგუებით ოლიგარქების ცინიკურ და სისხლიან რეჟიმს," - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. 

დღის ამბები