18 ნოემბერი 2024,   02:24
ვრცლად
მენაშენეები სამშენებლო კომპანია "სვეტს" არაკეთილსინდისიერებაში ადანაშაულებენ

მენაშენეები სამშენებლო კომპანია სვეტის წინააღმდეგ. ის პირები, რომლებმაც მირცხულავას 9 ნომერში მშენებარე კორპუსში ბინები შეისყიდეს, კომპანიას არაკეთილსინდისიერებაში ადანაშაულებენ.

მათი მტკიცებით, 21-სართულიანი კორპუსის მშენებლობა დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ამ დრომდე მხოლოდ ერთი სართულია აშენებული.

მენაშენეები კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვენ.

სვეტის წარმომადგენლებთან დაკავშირება დღეს კურიერმაც სცადა, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ.

„პირადად ჩემ თავზე ვიღებ, ორჯერ მაქვს გულის ოპერაცია გაკეთებული. დავამთავრებ სიცოცხლეს ამ უფროსების წინაშე. შევასხამ ბენზინს და დავწვავ,“ - ამბობს ერთ-ერთი მენაშენე, მაყვალა ვათიაშვილი.

 

 

დღის ამბები