18 ნოემბერი 2024,   02:38
ვრცლად
ოპერაში თეიმურაზ გუგუშვილის ვარსკვლავის გახსნისადმი მიძღვნილი საღამო იმართება

თბილისის ოპერის თეატრში ამ წუთებში ქართველი ტენორის, თეიმურაზ გუგუშვილის, ვარსკვლავის გახსნისადმი მიძღვნილი საღამო იმართება. სრულდება პუჩინის „ტოსკა“ და ლეონ-კავალოს „ჯამბაზები“.

ღონისძიებაში, ოპერის თეატრის სოლისტებთან ერთად, ცნობილი ქართველი სოპრანო, თამარ ივერიც, მონაწილეობს. საღამოს დასრულების შემდეგ, ოპერის თეატრის წინ ვარსკვლავის გახსნის ცერემონია შედგება.

თეიმურაზ გუგუშვილი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი, სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი და სოლო სიმღერის კათედრის გამგეა. მას მიღებული აქვს არ ერთი პრემია და ჯილდო.

დღის ამბები