18 ნოემბერი 2024,   04:43
ვრცლად
ადგილობრივების თქმით, რუსთავში 22 წლის ბიჭის დაჭრის ფაქტზე მისი თანატოლი გოგო დააკავეს

რუსთავში 22 წლის ახალგაზრდის, ლევან ვასაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. ახალგაზრდა მისმა თანატოლმა გოგომ რამდენიმე დღის წინ დაჭრა.

თვითმხილველების თქმით, მათთან საუბრისას დაჭრილის დედამ განაცხადა, რომ მისი შვილი გოგომ დაჭრა. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ სამართალდამცავებმა გოგო ბათუმში დააკავეს. თუმცა, უწყებას არ დაუდასტურებია, დააკავეს თუ არა აღნიშნული პირი.

დაჭრილი ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის, დავით გოგოძის თქმით, ახალგაზრდა გულ-მკერდი არეში ცივი იარაღით იყო დაჭრილი და მას გადაუდებელი ოპერაცია გაუკეთეს.

„ამჟამად დამაკმაყოფილებელია მისი მდგომარეობა, სავარაუდოდ, მალე გაეწერება უკვე ბინაზეც,“ - განაცხადა ექიმმა.

ჯერჯერობით, უცნობია, უკვე დაკითხეს თუ არა სამართალდამცავებმა დაჭრილი 22 წლის ახალგაზრდა.

გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები