ქუთაისში მცხოვრები ლაფერაძეების ოჯახი ონკოლოგიურ საავადმყოფოს უჩივის. 31 იანვარს 64 წლის ბადრი ლაფერაძე მოულოდნელად, ოპერაციის დროს გარდაიცვალა.
ოჯახის მტკიცებით, ექიმები აიმედებდნენ, რომ ოპერაცია გართულებების გარეშე დასრულდებოდა, თუმცა მოულოდნელად, პაციენტს გული გაუჩერდა.
ლაფერაძეები ექიმების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ.
სამედიცინო პერსონალი მომხდართან დაკავშირებით ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს.