კულტურის სამინისტროში ინგლისურენოვანი ალმანახის პრეზენტაცია გაიმართა. კრებულში შესულია იმ 57 თანამედროვე ქართველი მწერლის ნაწარმოები, რომლებიც ლიტერატურული პროექტის "ცოცხალი წიგნების" მონაწილეები არიან.
ალმანახის დაბეჭდვის მთავარი მიზანი მსოფლიო ლიტერატურული სამყაროსთვის თანამედროვე ქართული მწერლობისა და მათი შემოქმედების გაცნობაა.