ჟურნალისტებისთვის, რომელიც უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობენ, ვორქშოფი გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა - ეროვნული უსაფრთხოება, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების გააზრების აუცილებლობა იყო.
მედიის წარმომადგენლებმა ეროვნული მედეგობის მნიშვნელობის შესახებ სპეციალური სტუმრის სტატუსით მოწვეული პროფესორის, შაულ კიმჰის მოხსენება მოისმინეს.
ჰიბრიდული ომის და არსებული საფრთხეების ფონზე, ეროვნული მედეგობის მნიშვნელობაზე ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, დავით რაქვიაშვილმა ისაუბრა.
ვორქშოფი თბილისის სტრატეგიული დისკუსიის ფარგლებში შედგა.