შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი უწყების იმ ფეისბუქ პოსტს ეხმაურება, რომლითაც შსს კამპანიას "არა ჩადებას!" შეუერთდა. ნათია მეზვრიშვილი განმარტავს, რომ ეს არის ერთგვარი მესიჯი იმისთვის, რომ უწყებამ მკაფიოდ დააფიქსიროს, რომ ამ მეთოდებით მუშაობას არ აპირებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვამბობთ არა ჩადებას! და ამ მესიჯით ჩვენ ვამბობთ იმას, რომ არ ვაპირებთ პირველ რიგში ჩადებას, ეს ერთი და მეორე, ჩადება არის ჩვენი პროფესიონალიზმის და ჩვენი ინტელექტის შეურაცხყოფა. ეს არ არის ის მეთოდები, რომლის გამოყენებასაც სამინისტრო აპირებს და ამ კამპანიასთან შეერთებით ჩვენ ეს პოზიცია ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ,“-განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.