18 ნოემბერი 2024,   02:41
ვრცლად
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრის განცხადებას "ეთიკის ქარტიაში" პასუხობენ

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, გიორგი იაკობაშვილის კრიტიკულ განცხადებას პასუხობს. ნატა ძველიშვილის განცხადებით ბორდის წევრის მხრიდან ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ის ეთიკის ქარტიას და ზოგადად არასამთავრობო ორგანიზაციებს უხამსად მოიხსენიებს. ეთიკის ქარტია პარლამენტს და საზოგადოებრივ მაუწყებელს იაკობაშვილის განცხადებაზე საკუთარი პოზიციის ოფიციალურად დაფიქსირებას სთხოვს.

ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში, იაკობაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციას არასერიოზულ არასამთავრობო ორგანიზაციად მოიხსენიებს.

"ეთიკის ქარტია" არის ერთი ჩვეულებრივი არასამთავრობო ორგანიზაცია (ასო)!! შეეშვით მაგ ასო-ზე სტატუსების წერას და ქოთქოთს. და საერთოდ, ბოლომდე დაიკიდეთ ეს მესამე სექტორად წოდებული მეხუთე კოლონა,“ - " წერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი მენეჯერი. 

დღის ამბები