18 ნოემბერი 2024,   02:48
ვრცლად
"ჩვენ მივიღეთ ბეტონით სავსე ქალაქი"-დიმიტრი გაბუნიას ინფორმაციით ატენის #27 კორპუსის შენებლობა არ შეჩერდება

ატენის ქუჩაზე 27-სართულიანი კორპუსის მშენებლობა არ შეჩერდება. მერიის ეს გადაწყვეტილება დღეს ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ გაავრცელა, რომელიც ამავე ქუჩის მაცხოვრებლების ინტერესებს იცავს.

„ეს არის ძალიან ცუდი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო მერიამ, ბატონი მერის კახა კალაძის ხელმძღვანელობით, რომელიც წინასაარჩევნოდ პირდებოდა მოსახლეობას, რომ თბილისი იქნებოდა სიცოცხლით სავსე ქალაქი. მისი მოქმედებები დაწყებული 2018 წლის 15 იანვრიდან დღევანდელი გადაწყვეტილების ჩათვლით არის აღქმული ატენის ქუჩის მოსახლეობის იმ ნაწილის მხრიდან რომელსაც მე წარმოვადგენ და ეს არის დიდი მასა, რომ ჩვენ მივიღეთ ბეტონით სავსე ქალაქი,“-განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ.

მისივე თქმით ის მერიის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. გარდა ამისა ადვოკატი გეგმავს მიმართოს პროკურატურასაც, სადაც იმ მაღალჩინოსნების დასჯას მოითხოვს, რომლებმაც მშენებლობის ნებართვა გასცეს.

ადვოკატი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით თბილისმა მიიღო ორი დაპირისპირებული მხარე და იმაზე, რაც შეიძლება მოხდეს, პასუხისმგებლობა ეკისრება სწორედ მერიას.

"ამხანაგობა ატენის 19-ის" წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ მშენებარე კორპუსი იქნება მაღალი ხარისხის და დააკმაყოფილებს ყველა სტანდარტებს.

ავტორი: თაკო სურგულაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები