თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში ავტოავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. BMW-ს მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. საჭირო გახდა მანქანის სპეციალური ტექნიკით გაჭრა, რის შემდეგაც ავტომობილიდან მგზავრების გამოიყვანეს. ორი დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.