18 ნოემბერი 2024,   02:20
ვრცლად
კომპანია "ნილის" დამფუძნებელი, რომელმაც საბავშვო ბაღების საკვებით მომარაგების ტენდერში გაიმარჯვა, ბიძინა ივანიშვილის ძმის ბიზნეს პარტნიორია

საბავშვო ბაღების საკვებით მომარაგების ტენდერებში შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის ძმის პირდაპირი ინტერესები გამოიკვეთოს. ოპოზიცია აქვეყნებს დოკუმენტებს, რომელთა მიხედვითაც ტენდერში მონაწილე კომპანია „ნილის“ დამფუძნებელი და ადიკო ივანიშვილი ბიზნესპარტნიორები არიან.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაცით შპს "ნილის," ყველაზე მსხვილი აქციონერი გიორგი ჯუღელი, 2011 წლიდან ადიკო ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორია და ისინი ერთობლივად ფლობდნენ კომპანია „მაგნეტიტს.“

თავად „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ძმა  რაიმე კავშირს კომპანია "ნილთან" და მის დამფუძნებლებთან უარყოფს.

ამასთან „ნილის“ დამფუძნებელი გიორგი ჯუღელი კი მმართველი პარტიის ერთ-ერთი მსხვილი დამფინანსებელია. ბიზნესმენმა პარტიას 2014-15 წლებში 120 ათასი ლარი ჩაურიცხა.

ბაღების მართვის სააგენტოში მიაჩნიათ, რომ „ნილი,“ რომელიც წარსულში დისკვალიფიცირებული და რამდენჯერმე დაჯარიმებულია, კანონმდებლობის სრული დაცვით იმარჯვებს ტენდერებში, რომლებშიც ერთადერთი მონაწილეა.

დღის ამბები