18 ნოემბერი 2024,   02:28
ვრცლად
უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრები სამი მცირეწლოვანი - ბავშვებს ცივი ზამთრისთვის არც ფეხსაცმელები აქვთ და არც თბილი ქურთუკები

უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრები სამი მცირეწლოვანი - ბავშვებს ცივი ზამთრისთვის არც ფეხსაცმელები აქვთ და არც თბილი ქურთუკები. ჭარაიების ოჯახი დასალევად და საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის მდინარის წყალს იყენებს. 5-წევრიანი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებით მიღებული 330 ლარია. ეს თანხა ტომარა ფქვილის, შაქრისა და ჩაის შესაძენად ჰყოფნით. 

ორი საწოლი და ერთი ნახევრად დაშლილი კარადა - ეს ჭარაიების ოჯახის მთელი ქონებაა. 

იმის გამო, რომ ბავშვები სკოლაში ვერ დადიან და ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, სკოლის დირექტორმა და მასწავლებლებმა სოციალურ სამსახურსა და უბნის ექიმს მიმართეს. სკოლაში ამბობენ, რომ მშობლები ბავშვებს სათანადო ყურადღებას ვერ აქცევენ, ამიტომ სოციალური მუშაკის ჩართვა აუცილებელია.

ჭარაიების უკიდურესი მდგომარეობის შესახებ იციან წალენჯიხის რაიონის სოფელ ქალაღალის გამგეობაში, თუმცა გაჭირვებულ ოჯახს ამ დრომდე არავინ დახმარებია.

ავტორი: ემა გოგოხია, ნინო ვარძელაშვილი.

დღის ამბები