შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ბიზნესომბუდსმენი რეკომენდაციებს აქვეყნებს. ირაკლი ლექვინაძე კანონის ამოქმედების გონივრული ვადების აუცილებლობაზე საუბრობს, რაც ბიზნესმენებს ახალი რეგულაციების გაცნობის ადეკვატურ დროს მისცემს.
ლექვინაძის განმარტებით, სანქციების რაოდენობა განსაკუთრებით, მცირე ზომის ბიზნეს სუბიექტებს დიდ ტვირთს არ უნდა აკისრებდეს. მისივე თქმით, კანონის ამოქმედების შემდეგ, აუცილებელია, რომ დამსაქმებელი და დასაქმებული თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ.
„ჩვენს რეკომენდაციებში საუბარია თვითონ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის თანაბარ პასუხისმგებლობაზე და უფრო პარიტეტულ პრინციპებზე და ასევე, შრომის უსაფრთხოების ინსპექტორების კვალიფიკაციაზე, რადგან მათზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული,“ - განაცხადა ლექვინაძემ.