დღეს, მთელი დღის განმავლობაში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მოსამართლეების უვადოდ განმწესების მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს. იუსტიციის საბჭოს წევრთა კითხვებს 17 მათგანი უპასუხებს. მათ შორის არის „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეს ნათია გუჯაბიძესაც.
"ასე კონკრეტულად ჩაკითხვა არ ხდება, რომ არ დაემსგავსოს ეს საქმეზე ანგარიშის მოთხოვნას მოსამართლისთვის, თუმცა საბჭო გარკვეულწილად იღებს ინფორმაციას იმ გახმაურებული საქმეების შესახებაც, რომელიც აინტერესებს საზოგადოებას. გადაწყვეტილების მიღებისას, გასაუბრება არის ერთ-ერთი ეტაპი და არა ერთადერთი და ძირითადი. საბჭო სწავლობს ასევე საქმეებს, ასევე მოსამართლის წარსულ საქმიანობას, არის ძალიან ბევრი ინფორმაცია, რომელიც დამუშავებული და გამოთხოვილია და ამის მიხედვით იუსტიციის უმაღლესი საბჭო შემდგომ მიიღებს გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მსხილაძე აცხადებს, რომ საბჭოს ყველა წევრს მიეცა საშუალება, რომ კითხვები დაესვათ.
„მე ვუპასუხე ისე, როგორც მიმაჩნდა, როგორც მიმაჩნია ზოგადად და იმიტომ, უნდა გააკეთონ არჩევანი, რომ მე ამას ვიმსახურებ,“ - ამბობს ლელა მსხილაძე.