18 ნოემბერი 2024,   02:16
ვრცლად
უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის შინა პატიმრობის გახანგრძლივების შუამდგომლობით, სასამართლოს უახლოეს მომავალში მიმართავს

უკრაინის გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის შინა პატიმრობის გახანგრძლივების შუამდგომლობით სასამართლოს უახლოეს მომავალში მიმართავს. განცხადება იური ლუცენკოს მოადგილემ გააკეთა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ არ იმოქმედა დღემდე პროკურატურამ, ევგენი ენინმა აღნიშნა, რომ უწყებაში პერსონალის ნაკლებობა აქვთ.

მიხეილ სააკაშვილის შინა პატიმრობის ვადა დღეს ამოეწურა. ადვოკატმა განმარტა, რომ პროკურატურის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენა 5 დეკემბრით თარიღდება, შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფარდებული აღმკვეთი ღონისძიებაც ამ რიცხვით უნდა აითვალოს.

რუსლან ჩერნოლუცკის თქმით, გენერალურ პროკურატურას აღმკვეთი ღონისძიების გაგრძელების შუამდგომლობის დაყენების ვადა უკვე ამოეწურა. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ უკრაინის ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილისთვის ეჭვმიტანილის სტატუსის მოხსნას და საქართველოში ექსტრადირებას გეგმავს.

დღეს კიევის სასამართლოში ოპოზიციის ლიდერის მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართება.

დღის ამბები