ხმაური ზუგდიდში - გარემოვაჭრეებთან შეთანხმება ვერ შედგა. ისინი 24 საათიანი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.
"სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებთ, არ გავჩერდებით," - ამბობს ერთ-ერთი გარემოვაჭრე მარინა ფარულავა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი აცხადებს, რომ ქალაქში გარევაჭრობა აღარ იქნება. მისი თქმით, გარემოვაჭრეებს რამდენიმე ალტერნატიული სავაჭრო ადგილი შესთავაზეს, თუმცა, ისინი უარს ამბობენ და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობას ითხოვენ.